Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება


დღეს საქართველოში აღნიშნავენ სვეტიცხოვლობის საეკლესიო და მცხეთობის საერო დღესასწაულებს. საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. დღესასწაულის გამო მცხეთაში დილიდან მიმდინარეობს კონცერტები, სპორტული აქციები და გამოფენები.
XS
SM
MD
LG