Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: კონსტიტუციაზე მაღლა დგას მარადისობის კანონი


”საქართველოს კონტიტუცია უმნიშვნელოვანესი კანონია, მაგრამ კონსტიტუციაზე მაღლა დგას მარადისობის კანონი”, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში, სადაც ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის რაიონის სოფელ ნუსეთიეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს გადასცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ”ქართველობა განისაზღვრება საქართველოს მარადისობის კანონით.” პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ამ პროცესს გააგრძელებს. ”მაგრამ შესაძლოა, იყოს ისეთიც, რომელიც წინააღმდეგი იქნება და ამიტომ ბოლო კვირებში ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება ორივე ხელით ვაწერო ხელი ბრძანებებს თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს აცნობა, რომ, მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამოქმედდება ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა.
XS
SM
MD
LG