Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ ენერგოპროექტების სია გამოაქვეყნა


ევროკომისიამ გამოაქვეყნა 250 ენერგოპროექტის სია, რომლებიც, სხვათა შორის, დასავლეთ ბალკანეთსა და „აღმოსავლეთის სამეზობლოში“ უნდა განხორციელდეს 2014-2020 წლებში. ამ პროექტებისთვის, რომელთა მიზანი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგობაზრის გამრავალფეროვნებაა, გამოიყოფა რვა მილიარდამდე დოლარი. მათ რიგშია ნავთობსადენი პოლონეთსა და უკრაინას შორის, ასევე ტანაპის მილსადენი, რომელიც საქართველოს და თურქეთის გავლით აზერბაიჯანს დააკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, ასევე „თეთრი ნაკადის“ მილსადენი, რომელიც საქართველოს რუმინეთთან და უკრაინასთან შეაკავშირებს. სია ახლა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპის პარლამენტმა.
XS
SM
MD
LG