Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ლოგარის პროვინციის გუბერნატორი


ავღანეთში ლოგარის პროვინციის გუბერნატორი არსალა ჯამალი მოკლეს. ის აფეთქებას ემსხვერპლა. თავდასხმის დროს არსალა ჯამალი ლოგარის პროვინციის დედაქალაქში ერთ-ერთ მეჩეთში, რელიგიურ დღესასწაულზე სიტყვას წარმოთქვამდა. გუბერნატორის უწყების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბომბი მიკროფონში იყო დამონტაჟებული. სხვა წყაროების თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. „ასოშიეიტედ პრესი“ პროვინციის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას 15 დაჭრილის შესახებ. ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG