Accessibility links

logo-print

საფრანგეთში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი


საფრანგეთში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი, რომლის თქმით, ამ საკითხზე მოგვიანებით ოფიციალური განცხადებაც გავრცელდება. მიმდინარე წლის იანვარში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კეზერაშვილი ბრალდებულად ცნო საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნასა და მიღებაში. თებერვალში ამავე სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულად ცნო სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში და განმარტა, რომ საქმე ეხება წინა ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას. თებერვალშივე თბილისის საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
XS
SM
MD
LG