Accessibility links

logo-print

რუსეთში დაადგინეს გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა


მოსკოვის პოლიციამ დაადგინა გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა. პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ძებნა გამოცხადდა აზერბაიჯანელ ორჰან ზაჰიდ-ოღლუზე, რომელიც ეჭვმიტანილია ხუთშაბათს 25 წლის მოსკოველის მკვლელობაში. მკვლელობის გასაპროტესტებლად, კვირას გაიმართა იმიგრანტების საწინააღმდეგო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად დაშავდა, სულ ცოტა, 23 ადამიანი, მათ შორის რვა პოლიციელი. ორშაბათს პოლიციამ ხილ-ბოსტნეულის საწყობში დააკავა 1200-მდე მიგრანტი ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. საწყობი კი დროებით დაიხურა. დღეს სამსახურიდან დაითხოვეს ბირიულიოვოს რაიონის პოლიციის უფროსი, გენადი კავერინი.
XS
SM
MD
LG