Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ახალი წინადადებები წარმოადგინა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას


ევროკავშირი აცხადებს, რომ ირანმა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყო ახალი წინადადებებით მისი ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოსაგვარებლად. ეს განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მენმა მას შემდეგ, რაც ჟენევაში დაიწყო ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების ორდღიანი მოლაპარაკება. ეს ექვსი ქვეყანა არიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია, როგორც მათ უწოდებენ 5+1. მაიკლ მენი, მისივე თქმით, „ფრთხილი ოპტიპიზმით“ აფასებს მოლაპარაკების შესაძლოა შედეგს. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ეშტონი ხელმძღვანელობს 5+1 დელეგაციას. წელს აგვისტოში ირანის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ჰასან როჰანიმ პირობა დადო რომ 6-დან 12 თვემდე პერიოდში მოაგვარებს ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოებას. თეირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას. ის ითხოვს დასავლეთის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას.
XS
SM
MD
LG