Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წელს გამოცხადდება რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება


რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება 2014 წლის განმავლობაში გამოცხადდება. ეს პასუხი სტრასბურგიდან მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც სასამართლოში სახელმწიფოს წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხი მას შემდეგ მიიღეს, რაც მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს შეახსენა, რომ საქმის ზეპირი განხილვა ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში დასრულდა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საპასუხო წერილში არ არის მითითებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი. რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივ დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის მარტში იჩივლა.
XS
SM
MD
LG