Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა სირაძე-დელონეს ვარაუდით, კეზერაშვილი საფრანგეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდა


საფრანგეთში დავით კეზერაშვილის ყოფნის ფაქტი საქართველოს საელჩოსთვის დღემდე უცნობი იყო - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ. მისი ვარაუდით, კეზერაშვილი საფრანგეთში სულ ახლახან ჩავიდა. ელჩის განმარტებით, დავით კეზერაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ საელჩოს წარმომადგენლები მის მდგომარეობას და პროცედურებს ადგილზე გაეცნობიან. ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, ექსტრადირების გადაწყვეტილება, რომელიც საფრანგეთმა უნდა მიიღოს, ქართველი სამართალდამცავებისგან გაგზავნილ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG