Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი


მოსკოვის პოლიციის ცნობით, დაკავებულია გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, აზერბაიჯანელი ორჰან ზაიდ-ოღლუ ზეინალოვი. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ძებნა გამოცხადდა ზეინალოვზე, რომელიც ეჭვმიტანილია გასულ კვირაში, ხუთშაბათს 25 წლის მოსკოველის მკვლელობაში. მკვლელობის გასაპროტესტებლად, კვირას გაიმართა იმიგრანტების საწინააღმდეგო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად დაშავდა, სულ ცოტა, 23 ადამიანი, მათ შორის რვა პოლიციელი. ორშაბათს პოლიციამ ხილ-ბოსტნეულის საწყობში დააკავა 1200-მდე მიგრანტი ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. საწყობი კი დროებით დაიხურა. დღეს სამსახურიდან დაითხოვეს ბირიულიოვოს რაიონის პოლიციის უფროსი, გენადი კავერინი.
XS
SM
MD
LG