Accessibility links

ევროკავშირი აქებს ჟენევის მოლაპარაკებაზე ირანის მიერ გეგმის წარმოდგენას


ევროკავშირის განცხადებით, ირანმა ჟენევაში სამშაბათს დაწყებულ მოლაპარაკებაზე წარმოადგინა „ძალიან შინაარსიანი“ პრეზენტაცია გეგმისა, თუ როგორ აპირებს თავისი ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოგვარებას. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაიკლ მენმა მას შემდეგ, რაც ჟენევაში დაიწყო ორდღიანი მოლაპარაკება ირანის დელეგაციის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. ეს ექვსი ქვეყანა არიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია, როგორც მათ უწოდებენ 5+1. მაიკლ მენი, მისივე თქმით, „ფრთხილი ოპტიპიზმით“ აფასებს მოლაპარაკების შესაძლო შედეგს. "ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ სტადიას, როცა ისინი დაგვიმტკიცებენ, რომ ბირთვული სამხედრო პროგრამა არ აქვთ. სწორედ ეს არის საბოლოო შედეგი, რომელსაც ვესწრაფვით,“ - განაცხადა კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა. ეშტონი ხელმძღვანელობს 5+1 დელეგაციას. წელს აგვისტოში ირანის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ჰასან როჰანიმ პირობა დადო, რომ 6-დან 12 თვემდე პერიოდში მოაგვარებს ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოებას. თეირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას. ის ითხოვს დასავლეთის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას.
XS
SM
MD
LG