Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში 90-ს გადააჭარბა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა


ფილიპინებში, სულ ცოტა, 93 ადამიანი შეიწირა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 7,2 იყო. ის სამშაბათს დილით მოხდა ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში. ბოჰოლის კუნძულზე მდებარე ქალაქ კარმენში მრავალი შენობა დაინგრა, მძიმედ დაზიანდა გზები და ხიდები. ბოჰოლზე, სულ ცოტა, 77 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი. პროვინციებიდან კვლავ ვრცელდება ინფორმაცია დაზარალებულებზე, რის გამოც ოფიციალური პირები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას მოელიან.
XS
SM
MD
LG