Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელები კვლავ ვერ აღწევენ შეთანხმებას კონსერვატიულ ფრთასთან


რესპუბლიკური პარტიის წევრები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ დაითანხმონ კონსერვატიულად განწყობილი თანაპარტიელები იმ გეგმაზე, რომელიც აშშ-ის მთავრობას მუშაობის განახლების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შესაძლო კატასტროფულ დეფოლტს ააცილებს. აღნიშნული გეგმა მყისიერად უარყო თეთრმა სახლმა და სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ. თეთრმა სახლის თანახმად, ეს „ვიწროპარტიული“ განზრახვა ემსახურება იმ „კეთილსინდისიერი ძალისხმევის“ ძირის გამოთხრას, რომელითაც რესპუბლიკელები და დემოკრატები კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. რესპუბლიკელები ცდილობენ მიაღწიონ დათმობებს ბარაკ ობამას მიერ შემუშავებულ ჯანმრთელობის დაცვის რეფორმების გეგმაში, რაც უკვე იქცა კანონად. კონგრესში ბიუჯეტის კანონის ჩავარდნის გამო, აშშ-ში უკვე მესამე კვირაა სანახევროდ არის დახურული სახელმწიფო და საჯარო უწყებები. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი ვერ შეძლებს სესხის აღებას, თუკი 17 სექტემბერს არ აიწევს ვალის ზღვარი. ეს კი აშშ-ის დებიტორული ვალდებულებების დეფოლტს გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG