Accessibility links

logo-print

პროკურატურა დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვს


საქართველოს მხარემ უკვე დაიწყო საფრანგეთში დაკავებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილი ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების დაცვით საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიეწოდება. „ამის შემდეგ უკვე საფრანგეთის შესაბამისი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო მიიღებენ გადაწყვეტილებას კეზერაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადიციის შესახებ. საერთაშორისო ხელშეკრულებით დაკავებიდან მასალების მიწოდებამდე დადგენილი ვადაა 40 დღე", - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი14 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში
XS
SM
MD
LG