Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ჟენევაში მეორე დღეა, გრძელდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, რომელშიც ირანის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები. სამშაბათს ირანმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ემსახურება მისი ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოგვარებას. გეგმა ითვალისწინებს, მაგალითად, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ირანში შემოწმებების ჩატარებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მოლაპარაკებებზე დელეგაციის ხელმძღვანელის აბას არაკჩის განმარტებით, ახალი გეგმით, დაშვებულია ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ.
XS
SM
MD
LG