Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია: ლოს-ანჯელესის აეროპორტში მომხდარი აფეთქებები ტერაქტი არ იყო


ლოს-ანჟელესის პოლიცია აცხადებს, რომ ორ აფეთქებას, რომელიც ქალაქის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა, არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან. დიდი ალბათობით, მშრალი ყინულის ორი ბოთლი ააფეთქა აეროპორტის თანამშრომელმა, რომელსაც კონფლიქტი აქვს აეროპორტის ხელმძღვანელობასთან, აცხადებს ქალაქის პოლიცია. მათივე განცხადებით, კონკრეტული დამნაშავე ამჟამად აღმოჩენილი არ არის. პირველი აფეთქება განხორციელდა კვირას, აეროპორტის საპირფარეშოში, რომელიც მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. როგორც გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, ამ ტერიტორიაზე წვდომა უცხო პირებს არ აქვთ. მოგვიანებით კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა ერთ-ერთ ასაფრენ-დასაშვებ ბილიკზე, საერთაშორისო ტერმინალთან ახლოს. შემთხვევის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო. აფეთქებების შედეგად არავინ დაზრალებულა.
XS
SM
MD
LG