Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ბრუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის. მხარეებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ხაზი გაესვა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას. თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. "საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაჩქარდეს ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს ნატოს წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა, ისევე როგორც ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ადეკვატურად იქნება ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრა ნატოში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან, ჰერბერტ ზალბერთანაც გამართა.
XS
SM
MD
LG