Accessibility links

17-18 ოქტომბერს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება


17 და 18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, პირველი არხის ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, დებატები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით იმართება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი დებატები გაიმართა 2010 წელს თბილისის მერისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. საპრეზიდენტო კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში, დებატების დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქტო დარბაზში პრესკონფერენცია მოეწყობა.
XS
SM
MD
LG