Accessibility links

logo-print

მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში მოკლული იპოვეს უზბეკეთის მოქალაქე


მოსკოვში, ბირიულიოვოს რაიონში, სადაც კვირას შეტაკებები მოხდა და ასობით მიგრანტი დააკავეს, მოკლული იპოვეს უზბეკეთის მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცის გვამი სამშაბათს აღმოაჩინეს. მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. კვირას ბირიულიოვოს რაიონში ათასობით დემონსტრანტი მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით შეიჭრა ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში, მოხდა პოლიციასთან შეტაკება. ეს ინციდენტი მოჰყვა ხუთშაბათს ეთნიკურად რუსი ახალგაზრდა კაცის მკვლელობას, რომელშიც აზერბაიჯანის მოქალაქეს, ორხან ზეინალოვს ადანაშაულებენ. ზეინალოვი სამშაბათს დააპატიმრეს და მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გარდა ამისა, მოსკოვში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბირიულოვოში ხილ-ბოსტნეულის საწყობის 90 დღით დახურვის თაობაზე.
XS
SM
MD
LG