Accessibility links

logo-print

სირიაში აფეთქებამ 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


სირიაში, სულ ცოტა, 21 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა სახმელეთო ნაღმზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, აფეთქება წუხელ მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ნოაში, რომელიც დერაას პროვინციაში მდებარეობს. „ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ამ რაიონში მიმდინარეობს ბრძოლა მეამბოხეებსა და სირიის მთავრობის ჯარებს შორის. აქტივისტები აცხადებენ, რომ სახმელეთო ნაღმი მთავრობის ჯარების მიერ არის ჩადებული. სირიის მთავრობას არ გაუკეთებია განცხადება მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG