Accessibility links

logo-print

მოსკოვში „სინანულს“ გამოთქვამენ ნიდერლანდელი დიპლომატის ცემის გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სინანულს“ გამოთქვამს მოსკოვში ნიდერლანდელი დიპლომატის ცემის გამო. მოსკოვში ნიდერლანდის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ონო ელდერენბოსხი შინ სცემეს დაუდგენელმა პირებმა, თუმცა ის სერიოზულად არ დაშავებულა. ინციდენტი დაიწყო იმით, რომ დიპლომატის ბინაში მივიდა ორი მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ ელექტრიკოსია. ოფიციალური ინფორმაციით, მიმალვამდე თავდამსხმელებმა სარკეზე პომადით დაწერეს „ლგბტ“. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები მიმართავენ ყველა საჭირო ზომას თავდამსხმელების შესაპყრობად. ნიდერლანდელ დიპლომატზე თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მოითხოვა ნიდერლანდისაგან ბოდიშის მოხდა ჰააგაში რუსი დიპლომატის ცემისათვის. ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ასევე „გრინპისის“ 30 აქტივისტის დაკავება არქტიკაში, ნიდერლანდის დროშით მცურავ ხომალდზე.
XS
SM
MD
LG