Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლული იპოვეს აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეები


მოსკოვში მოკლული იპოვეს აზერბაიჯანის მოქალაქე. ის მეორე მიგრანტი მსხვერპლია, რომელიც ბოლო ორ დღეში აღმოაჩინეს მოსკოვში. პოლიციის ცნობით, აზერბაიჯანელის გვამი ოთხშაბათს იპოვეს იზმაილოვოს რაიონში. წინა დღეს უზბეკი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს ბირიულიოვოს რაიონში, სადაც კვირას შეტაკებები მოხდა და ასობით მიგრანტი დააკავეს. უზბეკიც და აზერბაიჯანელიც ცივი იარაღით არიან მოკლული. კვირას ბირიულიოვოს რაიონში ათასობით დემონსტრანტი შეიჭრა ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში, მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით. მოხდა პოლიციასთან შეტაკება. ეს ინციდენტი მოჰყვა ხუთშაბათს ეთნიკურად რუსი ახალგაზრდა კაცის მკვლელობას, რომელშიც აზერბაიჯანის მოქალაქეს, ორხან ზეინალოვს ადანაშაულებენ. ზეინალოვი სამშაბათს დააპატიმრეს და მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გარდა ამისა, მოსკოვში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბირიულოვოში ხილ-ბოსტნეულის საწყობის 90 დღით დახურვის თაობაზე.
XS
SM
MD
LG