Accessibility links

logo-print

მინდელი: კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოს პროკურატურის დასაბუთებაზე იქნება დამოკიდებული


საფრანგეთიდან დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოს პროკურატურის დასაბუთებაზე იქნება დამოკიდებული - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა შოთა მინდელმა. მისივე თქმით, კეზერაშვილის საფრანგეთში მყოფ ადვოკატთან გარკვეული კავშირი უკვე არსებობს. შეკითხვას, როგორ დააკავეს დავით კეზერაშვილი, თუ ის წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა, ადვოკატმა უპასუხა, რომ მსგავს დეტალებს პასუხს მოგვიანებით გასცემს.
XS
SM
MD
LG