Accessibility links

logo-print

გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ნიკა გილაური დაიკითხა


თბილისის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაიკითხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნიკა გილაური. დღევანდელ სხდომაზე რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი განიხილებოდა. პროკურატურა დაინტერესდა მიზნობრიობით იმ 25 მილიონი ლარისა, რომელიც გილაურის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გადაირიცხა თბილისის ბიუჯეტში. ნიკა გილაურის განცხადებით, თანხა ყველა პროცედურის დაცვით იყო გაცემული, მიზნობრიობის განსაზღვრა კი მისი მოვალეობა არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან მსგავს საკითხებს თბილისის საკრებულო წყვეტს. გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის რიყის ეპიზოდი უკავშირდება თბილისის მერიის მიერ 2006 წელს ამ ტერიტორიის 7 მილიონ დოლარად გასხვისებას და ორი წლის შემდეგ გამოსყიდვას უკვე 17 მილიონ დოლარად. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ გარიგებით ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარით დაზარალდა. საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 12 ნოემბერს განაგრძობს.
XS
SM
MD
LG