Accessibility links

logo-print

ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა 155 სამხედრო მოსამსახურე


ავღანეთში 6-თვიანი სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 155 სამხედრო მოსამსახურე. მათ თბილისის აეროპორტში დახვდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთანებული შტაბის ხელმძღვანელები. როტაციის გეგმის მიხედვით, 42-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთს სრულად ამ კვირის ბოლომდე დატოვებენ. მათ ნაცვლად სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი.
XS
SM
MD
LG