Accessibility links

logo-print

მსოფლიოში 30 მილიონი ადამიანი მონობაშია


მსოფლიოში მონობის შესახებ ახალი ანგარიშის თანახმად, 30 მილიონი ადამიანი დღეს მონობაში ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ტრეფიკინგის მსხვერპლია. „მონობის მსოფლიო ინდექსი - 2013“-ის მიხედვით, მსოფლიოში არსებული მონების თითქმის ნახევარი ინდოეთშია. ანგარიში მოამზადა ავსტრალიაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ - „იარე თავისუფალმა“ (Walk Free). ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მონობის ფაქტები არსებობს მსოფლიოს 162 ქვეყანაში. ავტორთა თანახმად, ჩინეთში 2,9 მილიონი მონაა, პაკისტანში - 2,1 მილიონი, რუსეთში - 516 ათასი. „მონობის მსოფლიო ინდექსი - 2013“-ის თანახმად, მოლდავეთში 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს მონობაში, თუმცა, ეს ქვეყანა უფორ მეტად მონების წყაროდ ფასდება. დოკუმენტში წაიკითხავთ, რომ მოლდაველები უკრაინაში, რუსეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებში ჩართული არიან სექს-ინდუსტრიაში, ამუშავებენ მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობაში.
XS
SM
MD
LG