Accessibility links

აშშ და ევროკავშირი დადებითად ეხმაურებიან ირანთან მოლაპარაკებებს


აშშ-მა და ევროკავშირმა ირანი შეაქეს ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ამერიკის ხელისულების წარმომადგენლებმა „ძალიან სასარგებლო“ უწოდეს. მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე რაიმე „გარღვევა“ არ ყოფილა და ვაშინგტონი კვლავაც მოუწოდებს თეირანს დაამტკიცოს, რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და არა ბირთვულის იარაღის შექმნას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ და „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა. ირანის საკითხზე მაღალი დონის შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 7-8 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG