Accessibility links

ბაქო რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს დაკავებული აზერბაიჯანელის უფლებები


ბაქო რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს აზერბაიჯანის მოქალაქის, გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებული ორხან ზეინალოვის უფლებების დაცვა. მოსკოვში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებით, მან ოთხშაბათს გაუგზავნა რუსეთის საგარეო უწყებას ნოტა, რომლითაც სთხოვს ზეინალოვისათვის საკონსულო დახმარების გაწევას. რუსეთის პოლიციამ ზეინალოვი დააპატიმრა სამშაბათს - ორ დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვში, ბირიულიოვოს რაიონში საპროტესტო აქცია და დაპირისპირება მოჰყვა ეთნიკური რუსი ახალგაზრდის, ეგორ შჩერბაკოვის მკვლელობას. აქციის მონაწილეები იმიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდნენ, მათ ჩაამსხვრიეს სავაჭრო ცენტრის ფანჯრები და შეიჭრნენ ბირიულიოვოს ხილ-ბოსტნეულის საწყობში, სადაც ბევრი მიგრანტი მუშაობს. არეულობას მოჰყვა ბირიულიოვოს რაიონში 1200-ზე მეტი მიგრანტის დაპატიმრება და ხილ-ბოსტნეულის საწყობის დროებით დახურვა. დაკავებული ზეინალოვი აცხადებს, რომ შჩერბაკოვი თავდაცვისას მოკლა.
XS
SM
MD
LG