Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს ქალიშვილს სჯერა, რომ დედამისს ვილნიუსის სამიტამდე გამოუშვებენ ციხიდან


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მოელის, რომ ტიმოშენკოს ვილნიუსის სამიტამდე გამოუშვებენ ციხიდან უცხოეთში სამკურნალოდ. „დარწმუნებული ვარ, რომ დედაჩემს გაათავისუფლებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერამდე“, - განაცხადა ევგენია ტიმოშენკომ კიევში, საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" საუბრისას. ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, რომელსაც ვილნიუსი უმასპინძლებს, 28-29 ნოემბერს ჩატარდება. იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოითხოვენ, გზას გაუხსნის უკრაინის მიერ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. დღეს ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემაც განაცხადა, რომ მოელის ტიმოშენკოს გათავისუფლებას ვილნიუსის სამიტამდე. ევგენია ტიმოშენკო ვარაუდობს, რომ დედამისი 19 ნოემბერს გაემგზავრება გერმანიაში სამკურნალოდ.
XS
SM
MD
LG