Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ეფექტურს უწოდებს მთავრობის მუშაობას


მოსახლეობა ბრძენია და კარგად ესმის, თუ რის გაკეთება შეძლო ქვეყნის ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში - განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. თავად ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობას ეფექტურს უწოდებს, რადგან მისი თქმით, რეალობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ ერთ წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. ”რა თქმა უნდა, ეს ცოტაა იმასთან შედარებით, რაც საზოგადოებას სჭირდება, რადგან დიდია უმუშევრობა და მძიმეა ეკონომიკური სიტუაცია, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარებას და რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას მეტი დრო და ძალსიხმევა სჭირდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ კურსს მთავრობა პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგაც გააგრძელებს, თავად კი გადაინაცვლებს ”უფრო რთულ და საჭირო ადგილას და უფრო დიდი ხნით.” პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში აპირებს საკუთარი შესაძლებლობები მოახმაროს იმას, რომ საქართველოში რეალურად ევროპული ტიპის საზოგადოება ჩამოყალიბდეს.
XS
SM
MD
LG