Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ახალი ვერსიის გამოძიება


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ახალ ვერსიაზე მუშაობას ადასტურებს საქართველოს მთავარი პროკურორი. "შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და შესაბამისად, ახალი ვერსია”, - განუცხადა დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” არჩილ კბილაშვილმა. მისივე თქმით, ახალი ვერსიის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. შეკითხვას, რადიკალურად განსხვავდება თუ არა ახალი ვერსია დღემდე არსებული ოფიციალური მიზეზისგან, არჩილ კბილაშვილმა უპასუხა, რომ პროკურატურას არცერთი ვერსია არ გამოურიცხავს და არსებული მტკიცებულებები და გარემოებები მრავალფეროვნებით ხასიათდება. კბილაშვილის განცხადებითვე, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გახსნილია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მისი და რაულ უსუპოვის გვამები საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებამ ოფიციალურ მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დაასახელა.
XS
SM
MD
LG