Accessibility links

სირიის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ნოემბერში გაიმართება სირიაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


სირიის ვიცე-პრემიერ ყადრი ჯამილის განცხადებით, მომავალ თვეში, 23-24 ნოემბერს ჟენევაში გაიმართება სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელსაც „ჟენევა 2“-ს უწოდებენ. ამის შესახებ ჯამილმა დღეს, მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა. თუმცა გაეროს ჯერ არ დაუდასტურებია ამ გეგმის არსებობა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ აქტიურდება ძალისხმევა მოლაპარაკების ნოემბერში ჩასატარებლად. ამასობაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ დაასრულა სირიაში ქიმიური იარაღის ობიექტების შემოწმებასთან დაკავშირებული სამუშაოების, დაახლოებით, ნახევარი.
XS
SM
MD
LG