Accessibility links

logo-print

აშშ-ში სამუშაოს უბრუნდება ასიათასობით სახელმწიფო მოხელე


შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილებს უბრუნდება სახელმწიფო უწყებების ასიათასობით თანამშრომელი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც თავიდან იქნა აცილებული დეფოლტი და შესაძლებელი გახდა 16 დღის წინ დახურული ფედერალური უწყებების მუშაობის განახლება. სახელმწიფო უწყებების ნაწილის დახურვის შედეგად, თანამშრომლების ნაწილი იძულებით შვებულებაში გაუშვეს. ობამამ კანონს ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც ის ოთხშაბათს დაამტკიცეს წარაომადგენელთა პალატაში და სენატში. კანონის დამტკიცება მოხდა სულ ცოტა ხნით ადრე დეფოლტის საფრთხის დადგომამდე. აშშ-ის პრეზიდენტმა კომპრომისის მიღწევისათვის მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც.
XS
SM
MD
LG