Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი მზად არის ტიმოშენკოს უცხოეთში გასაშვებად


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს პარლამენტის გადაწყვეტილებას, უცხოეთში სამკურნალოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს გაშვების შესახებ. იანუკოვიჩის თქმით, მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც, პარლამენტში დამტკიცების შემთხვევაში, ის ხელს მოაწერს. ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა ბრალდებებით, რომლებიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ევროკავშირის ლიდერები ტიმოშენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე. თავის მხრივ, უკრაინას იმედი აქვს, რომ ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში, ევროკავშირის აღმოსვლეთის პარტიორობის სამიტზე შეძლებს ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერას. დღეს ტიმოშენკოს ქალიშვილმა ევგენიამ და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ გამოთქვეს რწმენა, რომ იულია ტიმოშენკოს ვილნიუსის სამიტამდე მიეცემა უკრაინიდან გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG