Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი არჩევნების „მეორე ტურს“ გამორიცხავს


გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს. "ეს არჩევნები გაგრძელდება იმით, რომ ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა გასულ წელს, ხმას მისცემს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მე, როგორც მის საპრეზიდენტო კანდიდატს. პირველ ტურში ეს დასრულდება, მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთიანმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ხედავს მეორე ტურში მონაწილეობის აზრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს ბეჭდური მედიისა და რადიოსადგურების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში გიორგის მასში მონაწილეობას არ ურჩევს.
XS
SM
MD
LG