Accessibility links

logo-print

სირიაში დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყნის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს აღმოსავლეთ დეირ ელ ზოურის პროვინციაში მეამბოხეებთან ბრძოლაში. გენერალი ჯამეჰ ჯამეჰი, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა მაშინ, როდესაც იგი „სირიასა და მის ხალხს იცავდა“. ცნობაში არაფერია ნათქვამი, თუ როდის და როგორ დაიღუპა მაღალი რანგის ოფიცერი. ჯიჰადისტების საინტერნეტო გვერდზე კი ნათქვამია, რომ იგი ბრძოლაში მოკლეს. 1976 და 2005 წლებში, ჯამეჰ ჯამეჰი ლიბანში, სირიის დაზვერვის ხელმძღვანელად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG