Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები გაიმართა


ხუთშაბათს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ღია ეთერში, საქართველოს პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის დებატები გაიმართა. პირველ რაუნდში გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი თარგამაძე და ზურაბ ხარატიშვილი ღებულობდნენ მონაწილეობას. პენსიების გაზრდის თემაზე განსაკუთრებით მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძეს შორის, რომელსაც ოპონენტმა წესრიგისკენ მოუწოდა. „მაცალე, დამშვიდდი, ისედაც რომ გპასუხობ, ეგეც რამეა. ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ“, - დაემუქრა მარგველაშვილი თარგამაძეს. დებატების მომდევნო რაუნდი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ღია ეთერში 18 ოქტომბერს კობა დავითაშვილს, სერგო ჯავახიძესა და თეიმურაზ მჟავიას შორის გაიმართება.
XS
SM
MD
LG