ავსტრალიაში, შტატ ახალ სამხრეთ უელსში ხანძარმა უკვე ასობით სახლი გაანადგურა. ხელისუფების განცხადებით, ამ დროისათვის ცეცხლის ასამდე კერაა დათვლილი, რომელთაგან 30 მათგანის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ათასობით ადამიანმა ღამე თავშესაფრებში გაატარა. ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი სიდნეის რამდენიმე რაიონიდანაც ჩანს.
ყველაზე პოპულარული
1