Accessibility links

logo-print

ედვარდ სნოუდენი: რუსეთში საიდუმლო მასალები არ შემიტანია


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას რუსეთში არ შეუტანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო მასალები. ჯაშუშობაში ბრალდებულ სნოუდენთან ინტერვიუ ხუთშაბათს გამოქვეყნდა. სნოუდენის სიტყვებით, ყველა საიდუმლო მასალა მან ჯერ კიდევ ჰონგკონგში გადასცა ჟურნალისტებს და მოსკოვში მასალების ასლები არ შეუტანია. სნოუდენმა ასევე განაცხადა, რომ მან შეძლო დოკუმენტების დაცვა ჩინური დაზვერვისგან: „შანსი, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ეს დოკუმენტები მიიღეს, ნულის ტოლია“, - აცხადებს ის. სნოუდენი გამოცემას ინტერვიუს რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტის საშუალებით, დაშიფრული სახით აძლევდა. გაზეთი იტყობინება, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო უარს აცხადებს კომენტარზე. სნოუდენმა რუსეთში დროებითი თავშესაფარი აგვისტოში მიიღო. შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ის ამერიკაში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე, საიდუმლო ინფორმაციის გატაცების ბრალდებით წარდგეს.
XS
SM
MD
LG