Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული ძალების ბაზებზე წელს 11-ჯერ გამოვლინდა დიარეის შემთხვევები


დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, შეიარაღებული ძალების ბაზებზე წელს 11-ჯერ გამოვლინდა დიარეის შემთხვევები, რომელთა გამო სრულყოფილი დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს 91 სამხედრო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა ამ ფაქტის გამო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში დადგენილია მსუბუქი ხარისხის ავადმყოფობა. სამინისტროს განცხადებითვე, სამხედრო ნაწილებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტებზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება თანამდებობის ზოგიერთი პირის მიმართაც.
XS
SM
MD
LG