Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას 700-მდე სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის შესახებ


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიცრუე და პროვოკაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 700-მდე სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოიწამლა. ”ჩემთვის მისაღებია ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ მიუღებელია და დანაშაულად მიმაჩნია შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, რაც შეეხება ადრინდელ ფაქტებს, მოკვლევას სამხედრო პოლიცია აწარმოებს და უახლოეს ხანში მასალებს პროკურატურას გაუგზავნის. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს უკეთ დაფინანსებული და უზრუნველყოფილი შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგეს საკადრისი პასუხი გასცეს. ”რაც მთავარია, საქართველოს ჰყავს აპოლიტიკური შეიარაღებული ძალები და ეს დღევანდელი მთავრობის დიდი მიღწევაა” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG