Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს ღობეების აღმართვისა და დაკავებულ პირთა საკითხები


ერგნეთში გაიმართა მორიგი, 38-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საქართველოში ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიის განცხადების თანახმად, რომელიც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელდა, განხილულ საკითხებს შორის იყო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვა და უარყოფითი გავლენა, რომელსაც ეს პროცესი ახდენს ადილობრივ მოსახლეობაზე. განიხილეს აგრეთვე დაკავებულ პირთა მდგომარეობა. შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 15 ნოემბერს ჩატარდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები იმართება საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისა და ეუთოს ორგანიზებით.
XS
SM
MD
LG