Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტში განიხილავენ ტიმოშენკოს უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საკითხს


უკრაინელმა დეპუტატმა პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებას. კანონპროექტის მიხედვით, მკურნალობის შემდეგ ტიმოშენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს შვიდწლიანი პატიმრობის დარჩენილი ვადის მოსახდელად. კანონპროექტის ტექსტი პარასკევს გამოქვეყნდა. ის ყველა პატიმარზე ვრცელდება. სასამართლოს დაევალება გადაწყვიტოს, ვის და რა პირობით მიეცეს უცხოეთში მკურნალობის უფლება. პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ რიბაკის თქმით, კანონპროექტს მომავალ კვირაში განიხილავენ. ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს პატიმრობა ბრალდებებით, რომლებსაც ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად. ევროკავშირი კიევისაგან ითხოვს ციხიდან მის გამოშვებას ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე.
XS
SM
MD
LG