Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს ბირულიოვოს არეულობის კიდევ ერთი მონაწილე


მოსკოვში დააკავეს ბირიულიოვოს არეულობის კიდევ ერთი მონაწილე - მოძრაობა „რუსკაია მოსკვას“ კოორდინატორი, გენადი შიბანოვი. ამის შესახებ იუწყება რუსეთის მედია შიბანოვის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით. ადვოკატის თქმით, შიბანოვი პარასკევს საღამოს დააკავეს. აქამდე პოლიციას დაკავებული ჰყავდა მოსკოვში, ბირიულიოვოს რაიონში კვირას მომხდარ არეულობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი. არეულობა მოჰყვა ადგილობრივი ეთნიკურად რუსი მოქალაქის, ეგორ შჩერბაკოვის მკვლელობას. ხუთშაბათს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს, აზერბაიჯანის მოქალაქე ორხან ზეინალოვს.
XS
SM
MD
LG