Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონის მილანის სასამართლომ აუკრძალა სახელმწიფო თანმდებობის დაკავება


მილანის სასამართლომ აუკრძალა ორი წლით იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. სააგენტო როიტერის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას მერე მიიღო, რაც ბერლუსკონი გადასახადების საქმეში თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ. თუმცა, რადგან ბეროლუსკონის ამჟამად სენატორის თანამდებობა აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა ახლავე. სენატიდან მისი გარიცხვა კი პარლამენტის ზემო პალატაში კენჭისყრის შედეგად შეიძლება. კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება ბერლუსკონის ჰოლდინგ მედიასეტში მაქინაციებს. ამ საქმის გამო ბერლუსკონის ადრე პატიმრობა მიუსაჯეს, ასევე აუკრძალეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, მაგრამ მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ნაწილში სასჯელი უნდა გადაიხედოს.
XS
SM
MD
LG