Accessibility links

logo-print

ოლანდი: დერპორტირებულ ბოშა გოგონას შეუძლია საფრანგეთში დაბრუნდეს


საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თანახმად, 15 წლის ბოშა გოგონა, რომლის საფრანგეთიდან გაძევებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, შეუძლია დაბრუნდეს უკან და გააგრძელოს სწავლა. თუმცა, თქვა ოლანმა, კოსოვოელი გოგონა თავის ოჯახის გარეშე უნდა დაბრუნდეს საფრანგეთში. ლეონარდა დიბრანი თავის თანაკლასელების წინაშე დააკავეს, როცა სასკოლო ავტობუსიდან ჩამოდიოდა და დეპორტირებულ იქნა კოსოვოში, საიდანაც ოჯახი ოთხი წლის გადასახლდა საფრანგეთში. იქ მათ თავშესაფარი არ მიანიჭეს და გაასახლეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახის გასახლება კანონიერი იყო. თუმცა, გოგონას მიმართ მოპყრობას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები და კრიტიკა.
XS
SM
MD
LG