Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთში ტიმოშენკოს სამკურნალოდ კანონპროექტი შეიმუშავეს


უკრაინის კანონმდებელმა შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელმაც ნება უნდა დართოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, საპატიმროში მყოფ იულია ტიმოშენკოს უცხოეთში წავიდეს და იმკურნალოს. დოკუმენტით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ტიმოშენკო მკურნალობის მერე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და გააგრძელოს სასჯელის, შვიდწლიანი პატიმრობის მოხდა. ტიმოშენკოს ქმარმა, ოლექსანდრ ტიმოშენკომ გააკრიტიკა კანონპროექტი, როგორც არასაკმარისი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ცოლი სულ მცხირე, "ნაწილობრივ მაინც უნდა შეიწყალონ", რათა ხერხემლის მკურნალბა შეძლოს როგორც თავისუფალმა ქალმა. კანონპროექტს შემდეგ კვირაში განიხილავენ. ტიმოშენკო სასჯელს იხდის თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. განაჩენს ბევრი თვლის პოლიტიკურად მოტივირებულად. ევროკავშირმა მისი საქმის მოგვარება დაასახელა უკორაინასთან სავაჭრო შეთანხმების დადების წინაპირობად.
XS
SM
MD
LG