Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიციას ბოშათა ბანაკში ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა სურს


საბერძნეთის პოლიცია საერთაშორისო მასშტაბით ითხოვს დახმარებას, რათა დაადგინოს ხუთი წლის გოგონას, ბოშათა ბანაკში ნაპოვნი ბავშვის, ვინაობა. ადამიანები, ვისთანაც გოგონა ნახეს, მისი ღვიძლი ნათესავები, როგორც ანალიზმა დაადგინა, არ არიან. პოლიციის ცნობით, გოგონა ქერათმიანია, თეთრი კანის ფერით და მწვანე თვალებით. ვარაუდობენ, რომ გოგონა ან გატაცებული, ან გაჩენის შემდეგ, დედის მიერაა მიტოვებული. ბოშათა წყვილი დააკავეს და მათ მიმართ საქმე აღიძრა. გოგონა ბავშთა თავშესაფარში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG