Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმებას „ლოია ჯირგა“ დაამტკიცებს


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, ეროვნულმა კრებამ, "ლოია ჯირგამ" უნდა იმსჯელოს ქაბულსა და ვაშინგტონს შორის უშიშროების სფეროში გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ. კრება მოეწყობა ნოემბერში. „ლოია ჯირგაში“ მონაწილეობას მიიღებენ თემთა უხუცესები, ასევე გავლენის მქონე სამოქალაქო პირები, სულ სამი ათასამდე კაცი. დელეგატებმა უნდა წარმოადგინონ ავღანეთის ყველა პროვინცია. მათ ან უნდა მიიღონ, ან უარი უთხრან ორმხრივ შეთანხმებას უშიშროების სფეროში ავღანეთსა და აშშ-ს შორის, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ამერიკელ სამხედროთა დარჩენა ავღანეთში საბრძოლო ნაწილების გაყვანის, 2014 წლის შემდეგ. ძირითად საკითხები შეთანხმებულია. მხარეებს შორის სადავოდ რჩება ამერიკელი ჯარისკაცების იმუნიტეტის თემა, შეეძლებათ თუ არა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ავღანეთის სასამართლოს გაასამართლოოს ისინი. პრეზიდენტ კარგზაის, ამასთან. სურს, რომ შეთანხმება პარლამენტმა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG