Accessibility links

logo-print

ლუქსემბურგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


ლუქსემბურგში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოელიან, რომ ქრისტიან სოციალურმა სახალხო პარტია, რომელსაც ადრინდელთან შედარებით უარესი შედეგი აქვს ბიულეტენების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ, მაინც დარჩება უძლიერესი პარტია. მცირე დანაკლისი ნახეს სოციალ-დემოკრატებმაც, რომლებმაც ზაფხულში დატოვეს კოალიცია დაპირისპირების შემდეგ. ზაფხულში, სპეცსამსახურების საქმიანობაში დარღვევები გამოვლინდა, კოალიცია დაიშალა. სოციალ-დემოკრტებს კოალიცია ლიბერალებთან და მწვანეებთან სურთ. ვადამდელი არჩევნები გადაწყდა ზაფხულში, როცა სპეცსამსახურების საქმიანობაში დარღვევები გამოვლინდა.
საპარლამნეტო კომისიამ ივლისში გაარკვია, რომ სპეცსამსახურები მაღალი თანამდებობის პირების სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ და მონაწილეობდნენ უკანონო გარიგებებეში. სკანდალს მოჰყვა მმართველი კორალიციის დაშლა. 58 წლის იუნკერი ხელმძღვანელობდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების საბჭოს. სპეცსამსახურების მუშაობას ლუქსემბურგში ის კურირებდა.
XS
SM
MD
LG